Sunday, April 1, 2012

„ბუკები“ უყვართ ბავშვებს!

ჩატარებული ქოუჩობის შემდეგ, შეიძლება თამამად ითქვას რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ პირველ კლასებში „ბუკების“ ინტეგრირებით, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეთათვის გაკვეთილი ხდება სახალისო, პედაგოგებს საშუალება ეძლევათ მოიპოვონ მნიშველოვანი ინფორმაცია, თვალსაჩინო მასალა, პატარებმა გამოიმუშაონ ის უნარ–ჩვევები და აზროვნების ტიპების განვითარება როგორიცაა: გაგების და კომუნიკაციის, ანალიტიკური, სინთეზური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი. მასწავლებლები ცდილობენ რთული და კომპლექსური ცნებები მოსწავლეთათვის ადვილად გასაგები გახადონ, იზრდება პირველკლასელების სწავლის მოტივაცია და ინტერესი, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ერთიდაიგივე ინფორმაცია სხვადასხვაგვარად წარმოაჩინონ და მიაწოდონ პატარებს მათი ინტერესის გათვალისწინებით. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ თანდათან უფრო წარმატებით ტარდება შემაჯამებელი გაკვეთილების ტესტირებები ბუკებში, რასაც ჩვენმა პატარებმა მშვენივრად გაართვეს თავი

Monday, February 27, 2012

ფორუმი2012

მაიკროსოფტ საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა გამოაცხადა მასწავლებელთა კონკურსი საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012). კონკურსი დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროცესში ეფექტურ გამოყენებაზე. გამარჯვებული პროექტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ფორუმში (Partners in Learning European Forum 2012), შუალედური შეფასების შედეგად შეირჩა 20 საუკეთესო პროექტი, რომლებიც ავტორებმა წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით მომდევნო ეტაპზე. ამ ოცეულში მოხვდნენ ჩემი პედაგოგები მარინა კახაძე -მე-8 საჯარო სკოლა, ნანა ხაჩიძე - 32-ე საჯარო სკოლა და ნათია ხაჩიური-32-ე საჯარო სკოლა; პრეზენტაციების შედეგად შეირჩა 5 ნამუშევარი სადაც ერთ-ერთი, გავიდა ჩვენი პროექტი „ძალა ერთობაშია“ -32-ე საჯარო სკოლიდან.
გამარჯვებული პედაგოგები გაემგზავრებიან პორტუგალიაში ევროპის ფორუმზე.