Friday, October 24, 2014

საქართველოს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების კონფერენცია იწვევს დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც უყვართ ტექნოლოგიები და ინოვაციები, აქტიურად უწყობენ ხელს ან პრაქტიკულად ნერგავენ სასწავლო გარემოში. კონფერენცია 21-23 ნოემბერს თბილისში ჩატარდება
http://getc.ge/ge

Friday, January 4, 2013

ისტ-ტექნოლოგიებში პირველკლასელ პედაგოგთა მომზადების პროცესი. სიტემატიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით პედაგოგთა მომზადების პროცესი. პედაგოგებს დაურიგდათ ნეტბუქები რისთვისაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. უკვე მეორე წელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამას ახორციელებს. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში უფრო ინტენსიური გახდება.

Sunday, April 1, 2012

„ბუკები“ უყვართ ბავშვებს!

ჩატარებული ქოუჩობის შემდეგ, შეიძლება თამამად ითქვას რომ ინფორმაციულ ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ პირველ კლასებში „ბუკების“ ინტეგრირებით, რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლეთათვის გაკვეთილი ხდება სახალისო, პედაგოგებს საშუალება ეძლევათ მოიპოვონ მნიშველოვანი ინფორმაცია, თვალსაჩინო მასალა, პატარებმა გამოიმუშაონ ის უნარ–ჩვევები და აზროვნების ტიპების განვითარება როგორიცაა: გაგების და კომუნიკაციის, ანალიტიკური, სინთეზური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი. მასწავლებლები ცდილობენ რთული და კომპლექსური ცნებები მოსწავლეთათვის ადვილად გასაგები გახადონ, იზრდება პირველკლასელების სწავლის მოტივაცია და ინტერესი, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ერთიდაიგივე ინფორმაცია სხვადასხვაგვარად წარმოაჩინონ და მიაწოდონ პატარებს მათი ინტერესის გათვალისწინებით. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ თანდათან უფრო წარმატებით ტარდება შემაჯამებელი გაკვეთილების ტესტირებები ბუკებში, რასაც ჩვენმა პატარებმა მშვენივრად გაართვეს თავი

Monday, February 27, 2012

ფორუმი2012

მაიკროსოფტ საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა გამოაცხადა მასწავლებელთა კონკურსი საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2012 (Partners in Learning Georgian Forum 2012). კონკურსი დაფუძნებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების სწავლების პროცესში ეფექტურ გამოყენებაზე. გამარჯვებული პროექტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის ფორუმში (Partners in Learning European Forum 2012), შუალედური შეფასების შედეგად შეირჩა 20 საუკეთესო პროექტი, რომლებიც ავტორებმა წარმოადგინეს პრეზენტაციების სახით მომდევნო ეტაპზე. ამ ოცეულში მოხვდნენ ჩემი პედაგოგები მარინა კახაძე -მე-8 საჯარო სკოლა, ნანა ხაჩიძე - 32-ე საჯარო სკოლა და ნათია ხაჩიური-32-ე საჯარო სკოლა; პრეზენტაციების შედეგად შეირჩა 5 ნამუშევარი სადაც ერთ-ერთი, გავიდა ჩვენი პროექტი „ძალა ერთობაშია“ -32-ე საჯარო სკოლიდან.
გამარჯვებული პედაგოგები გაემგზავრებიან პორტუგალიაში ევროპის ფორუმზე.









Tuesday, August 9, 2011

1:1 ელექტრონული სწავლების ტრენინგებზე

·         მასწავლებლების მოტივირება;
·         სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება;
·         მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა;
სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკის გამოვლენა-გაზიარება.

Friday, July 22, 2011

ტრენინგის პირველი დღე

ქ.თბილისის მე-10 საჯარო სკოლაში დაიწყო გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების პირველი კლასების დამრიგებელთა ტრენინგი - პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიზნით.
ტრენერი: ირინა მარკოზაშვილი.

მასწავლებელთა ტრენინგები

21 ივლისს დაიწყო საქართველოს საჯარო სკოლების პირველი კლასის დამრიგებელთა ტრენინგი 1:1 ელექტრონული სწავლების დანერგვის მიზნით.
პროგრამული უზრუნველყოფა Mythware e-Learning Class V6.0